ოფიციანტმა ვენერას ქანდაკებას თითი მოამტვრია

ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში მომუშავე ოფიციანტმა მსოფლიოში ცნობილ ვენერას ქანდაკებას თითი მოამტვრია. ამის შესახებ „ბი ბი სის“ მუზეუმში აცნობეს.
ინციდენტი რამდენიმე თვის წინ მოხდა, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია ახლა გავრცელდა.
მუზეუმში განაცხადეს, რომ ამჟამად ქანდაკება სრულად არის აღდგენილი და ის ფართო საზოგადოებისთვის კვლავ ხელმისაწვდომია.
სიყვარულის ნახევრად შიშველი ქალღმერთის ქანდაკება ძველი ბერძნული ქანდაკების მარმარილოსგან დამზადებული ასლია და ის ჩვ.წ.-მდე I-II საუკუნეებით თარიღდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები