მონოაქცია კიევის მეტროში – იანუკოვიჩ, ეს შენი დასასრულია!

  ლევ ტოლსტოის სახელობის მეტროს ბაქანზე მოხუცმა ქალბატონმა ერთკაციანი მდუმარე აქცია გამართა და უკრაინის „სისხლიანი“ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია ამ ფორმით გამოხატა.
ეს ფოტო მონოაქციის მონაწილეს ფოტორეპორტიორმა პაველ კორობჩუკმა გადაუღო და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„მეტროს ბაქანზე, სპორტის სასახლის გადასასვლელ ხიდთან დგას მოხუცი ქალბატონი. მისი პლაკატი მილიონობით მგზავრის ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს არის პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ქმედება იმის მისახვედრად, რომ სადღაც, ჩვენს გვერდით, ომია და ის ყველა ჩვენგანს ეხება“, – წერს უკრაინელი ჟურნალისტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები