აშშ-ში ბავშვი დედის მუცლიდან ამოიყვანეს, ოპერაცია გაუკეთეს და უკან დააბრუნეს

აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ ლიუსვილეში გოგო დაიბადა, რომელიც მანამდე დედის მუცლიდან ერთხელ უკვე ამოიყვანეს, ოპერაცია გაუკეთეს და ისევ მუცელში დააბრუნეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
დედამ, მარგარეტ ჰოკინს ბემერმა ორსულობის მე-16 კვირაზე ექიმებისგან შეიტყო, რომ ნაყოფს ხერხემალზე სიმსივნე ჰქონდა. ამის გამო ბავშვი საკმარისი ოდენობის სისხლს ვერ იღებდა, რასაც გულის გაჩერება შეიძლება მოჰყოლოდა. როდესაც ბავშვი დედის მუცლიდან ამოიყვანეს, ის მხოლოდ 530 გრამს იწონიდა. სიმსივნეც თითქმის ასეთივე წონის იყო, შანსები იყო 50-50-ზე, მაგრამ ექიმებმა მაინც ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტეს.
დოქტორი დარელ კასი ერთ-ერთი იყო, ვინც ოპერაცია გააკეთა. მისი თქმით, ექიმებმა დედას მუცელი გაუჭრეს, იქიდან ნაყოფი ამოიყვანეს, ძალზე სწრაფად გაუკეთეს ოპერაცია და ისევ დედის მუცელში დააბრუნეს. ბავშვის „მეორედ დაბადების” შემდეგ, მას კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს და სიმსივნის დარჩენილი ნაწილიც მოკვეთეს.
14875306_10207108612185312_1821658730_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები