მოგერინიმ უარყო ინფორმაცია, რომ მალტაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში ევროკავშირის თანამშრომლები იმყოფებოდნენ 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალტაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ევროკავშირის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.  ამის შესახებ მოგერინიმ ტვიტერში დაწერა.
„მალტაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები არ დაღუპულან. თვითმფრინავს ევროკავშირისთვის რეისი არ შეუსრულებია”,- განაცხადა მოგერინიმ.  სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ყველა დაღუპული საფრანგეთის მოქალაქეა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჰაერო ხომალდის ბორტზე მყოფ პირთა შორის  Frontex-ის ჩინოვნიკები იყვნენ. ეს ორგანიზაცია ევროკავშირის საზღვრებზეა პასუხისმგებელი.
მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა მალტაზე დღეს განიცადა. ის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები