შტაინმაიერი ევროკავშირის დაშლის საფრთხეზე საუბრობს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ ევროკავშირი ტურბულენტურ ზონაში აღმოჩნდა და მას დაშლა ემუქრება. ამის შესახებ გამოცემა  Sueddeutsche Zeitung იუწყება.
„ფინანსური კრიზისი, ევროპაში ლტოლვილების ნაკადი, ასევე დიდ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმისგან შოკი – ამ ყველაფრის გამო  ევროპა ძლიერი ტურბულენტობის ზონაში აღმოჩნდა.“ – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული წესები დღეს ეჭვქვეშ აღმოჩნდა.
„თუ ჩვენ დავივიწყებთ, რატომ არის ფასეული ევროკავშირი, ის დაიღუპება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ სიტუაციით მემარჯვენე პოპულისტებმა ისარგებლონ,“ – განაცხადა შტაინმაიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს პროექტის დაწყებას, რომლის მიზანი ევროკავშირის მომავალზე საუბარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები