ოპოზიციის ლიდერებმა იანუკოვიჩთან შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს

  უკრაინის პრეზიდენტსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის  გამართული სამ საათიანი მოლაპარაკებები დასრულდა.  ამის შესახებ ინფორმაციას  იანუკოვიჩის პრესსამსახური ავრცელებს.  პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი ანდრეი კლიუევი, პრეზიდენტის მრჩეველი ანდრეი პარტნოვი, იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში, პარტია “უდარის” ლიდერი ვიტალი კლიჩკო, საპარლამენტო ფრაქცია “ბატკივშინას” ლიდერი არსენი იაცენიუკი, პარტია “სვობოდას” ლიდერი ოლეგ ტიაგნიბოკი. ოპოზიციის ლიდერებმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე დატოვეს.  მათ შეხვედრის შედეგებზე არავითარი კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცნობილია, რომ  ოანუკოვიჩსა და უკრაინის ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე ეტაპიც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები