თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ევროკავშირის საზღვრის უსაფრთხოების თანამშრომლები დაიღუპნენ (ვიდეო)

მალტის აეროპორტში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „ბი-ბი- სი“ იუწყება.
წყაროს ინფორმაციით, თვითმფრინავში ევროკავშირის საზღვრის უსაფრთხოების თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
კატასტროფის შემდეგ ადგილზე სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ. აეროპორტი ამ დრომდე დახურულია.
ეს ყველაზე სერიოზული კატასტროფაა მალტაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი ლიბიის ქალაქ მისრატაში მიფრინავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები