მეცნიერები – ტიტანოზავრები ავსტრალიაში ანტარქტიდის გავლით მოხვდნენ
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ახალი სახეობის ვეგეტარიანელი დინოზავრების აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. ეს სავანოზავრებია (Savannasaurus), რომლებიც ტიტანოზავრების სახეობას ეკუთვნიან. დინოზავრის ეს სახეობა თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში გაჩნდა და შემდეგ სხვა კონტინენტებზე გლობალური დათბობის დროს გადავიდნენ, დაახლოებით 105 მილიონი წლის წინ.
ავსტრალიელმა პალეონტოლოგებმა დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელიც 95-98 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ის დაახლოებით ჟირაფის სიმაღლის იყო, ხოლო მისი სხეულის ზომა 15 მეტრს შეადგენს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტიტანოზავრებს მცირე ზომის თავის ქალა, მასიური სხეული და გრძელი კისერი ჰქონდათ. ეს ვეგეტარიანელი დინოზავრების ყველაზე დიდი სახეობაა.