„არილის“ იტალიური ნომრის წარდგინება გაიმართება

24 ოქტომბერს, 19 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, ლიტერატურული ჟურნალი “არილი” და “იტალიის საელჩო საქართველოში” მართავენ  “არილის” სპეციალური თემატური ნომრის წარდგინებას: იტალია – რესპუბლიკის 70 წელი; თავისუფლების, სტილისა და შემოქმედების ისტორია.
ნომერი გამოიცა საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით.
ნომრის ავტორები:
ანტონიო ენრიკო ბარტოლი (იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში) | იტალიის სახელმწიფოს დაბადება;
ლევან ბერძენიშვილი | დანტე დღეს;
ხათუნა ცხადაძე | ჩეზარე პავეზე;
ჩეზარე პავეზე | მოვა სიკვდილი შენი თვალებით, იტალიურიდან და ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ;
ჩეზარე პავეზე | კითხვა, იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ;
ლევან გიგინეიშვილი | დეტექტივის და შუა საუკუნეების დეკონსტრუქცია უმბერტო ეკოს “ვარდის სახელში”;
მარიეტა ჩიხლაძე | დარიო ფოს ჟონგლიორის ფიგურა და ლექციები თეატრზე;
დარიო ფო | დღე პირველი, იტალიურიდან თარგმნა მარიეტა ჩიხლაძემ;
დარეჯან კიკოლიაშვილი | ფერნანდა პივანო – ბიტ–თაობის მემატიანე;
თეო ხატიაშვილი | “სიკვდილის რომანტიკული თაყვანისმცემელი”;
ხათუნა ხაბულიანი | ყველა სარკე დაკავშირებულია ერთმანეთთან…
შალვა ცხოვრებაძე | არტურო ბენედეტი მიკელანჯელი – იტალიელი პერფექციონისტი;
მალხაზ ხარბედია | Slow Food;
ლევან კალანდარიშვილი | იტალიელი არქიტექტორების თავგადასავალი თბილისში;
გრიგოლ გეგელია | როცა შექმნეს რესპუბლიკა.
გარეკანი: მამუკა ტყეშელაშვილი.
საღამოს მხარდამჭერია “მეღვინეობა ხარება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები