ლევან ცხადაძისა და “ფაბრიკის” ახალი პროექტი – „მუსიკის ფაბრიკაციის“ პირველი საღამო

 21 ოქტომბერს, 22 საათზე, “ფაბრიკაში” ლევან ცხადაძისა და ფაბრიკის ახალი პროექტის –  „მუსიკის ფაბრიკაციის“ საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, “მუსიკის ფაბრიკაცია” – თანამედროვე კლუბური საღამოს და კლასიკური მუსიკის კონცერტის სინთეზია, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც საღამოს განსხვავებულად, ხალისიანად და, ამავდროულად, შემეცნებითად გატარება სურს.
„მუსიკის ფაბრიკაცია” კონცერტების სერიაა, რომლის პირველ საღამოზე გერმანული რომანტიზმის შედევრები შესრულდება, მათ შორის შუბერტის, შუმანის და ლეჰარის ცნობილი სიმღერები.
მონაწილეობენ: კორინა რუბა – სოპრანო (გერმანია); საქართველოს სინფონიეტა, ლევან ცხადაძე – კლარნეტი, დირიჟორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები