გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის – „ერთგულება“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის – „ერთგულება“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები წელს მესამედ დაჯილდოვდებიან.
გ. ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია მინიატურის ჟანრში ფონდ „კულტურათა დიალოგის“ ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა. კონკურსის სახელწოდება „ერთგულება“, გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მინიატურის მიხედვით შეირჩა. პრემია  ყოველწლიურად გაიცემა და გადაეცემა სამი საუკეთესო მინიატურის/ჩანახატის ავტორს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები