„ხატების სახელოვნებო და საღვთისმეტყველო ენა“ – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ლექცია გაიმართება

24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება ლექცია: „ხატების სახელოვნებო და საღვთისმეტყველო ენა“.
როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ლექციას ჩაატარებს ირინა იაზიკოვა, – ხელოვნებათმცოდნე, კულტუროლოგიიის კანდიდატი, წმ. ანდრეა მოციქულის სახელობის ბიბლიურ-საღვთისმეტყველო ინსტიტუტის დოცენტი, კოლომენსკის სასულიერო სემინარიის პროფესორი, სინოდის ბიბლიური-საღვთისმეტყველო კომისიისა და ხელოვნების, არქიტექტურისა და რესტავრაციის საპატრიარქოსთან არსებული საექსპერტო საბჭოს წევრი. წიგნების ავტორი უძველესი და თანამედროვე ხატწერის შესახებ.
ხატების სახელოვნებო და საღვთისმეტყველო ენა – უძველესი დროიდან დღემდე.
ხატი – ეკლესიის ერთ-ერთი საღვთისმეტყველო ენაა. ამავდროულად, ხატი – უნიკალური ხელოვნების ნიმუშია, რომელიც თავის თავში მოიცავს მკაცრ კანონიკასა და ავტორის შემოქმედებას. როგორ ფორმირდებოდა ხატის ენა? როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში მისი სტილისტიკა? რა რჩება უცვლელი ხატში ყველა დროში და რა სიახლე შემოდის ხატწერაში დღევანდელ დღეს? აქვს კი უძველეს ხატწერის ხელოვნებას მომავალი? ამისა და ბევრი სხვა თემის შესახებ იქნება საუბარი ლექციაზე, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები