მანანა კობახიძე: უნდა დავფიქრდეთ, რა სინდრომია, როცა ჩვენი ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი მოძალადეებს უჭერს მხარს

“ქართული ოცნების” წარმომადგენელი მანანა კობახიძე ”ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმების 27%-ის მიცემას გაუგებრად თვლის. კობახიძისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ „დანაშაულებრივი“ პოლიტიკური ძალაა და მისთვის მხარდაჭერას გაუგებარ სინდრომად თვლის.
”ჩემთვის ალოგიკური იყო, როცა ამ პოლიტიკურმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 27% მიიღო. რა თქმა უნდა, უმჯობესი იყო მათ ამხელა პროცენტი არ მიეღოთ და თუ გნებავთ, იგივე ”თავისუფალ დემოკრატებს”, ოპოზიციის სხვა პროდასავლურ პარტიებს ჰქონოდა ეს პროცენტი – კონსტრუქციულ ოპოზიციას და არა დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ეს არის მოცემულობა და ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, თუ რა სინდრომია, რა ფაქტორია, როცა ჩვენი ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი მოძალადეებს უჭერს მხარს. ჩვენ ამ ამომრჩევლის ხელისუფლებაც ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კეთილდღეობა, რაც ჩვენს პროგრამაშია, მათთვისაც იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მანანა კობახიძემ.
მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის მყარი მხარდაჭერა აქვს და ამასთან „ნაციონალურ მოძრაობას“ შეგუება მოუწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები