ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: საქართველოში გაყინული კონფლიქტი არსებობს და პრობლემის ნაწილი რუსეთია

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს თქმით, ის ჯერ არ გაცნობია ობამას განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოში გაყინული კონფლიქტი არსებობს. როგორ ლაჰიუ აღნიშნავს, საქართველოში გაყინული კონფლიქტი არსებობს და პრობლემის ნაწილი რუსეთია. მისივე თქმით, რეინტეგრაციის პროცესს სწორედ რუსეთი აფერხებს.
„ბატონი ობამას განცხადება არ მინახავს და კონკრეტულად ამ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ, ვფიქრობ, უნდა შევხედოთ დღეს არსებულ სიტუაციას. ეს გაყინული კონფლიქტია – ეთნიკური ქართველები გააძევეს ტერიტორიებიდან, სადაც მთელი ცხოვრება გაატარეს. მათ არა აქვთ დაბრუნების უფლება და ამ პრობლემის ნაწილი რუსეთია“, – განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ გაყინული კონფლიქტი შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები