უილიამ ლაჰიუ: სამართლიანი არჩევნები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისთვის დიდი მიღწევაა

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს განცხადებით, საქართველოში ჩატარებული სამართლიანი არჩევნები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დადებითად შეფასდა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისთვის დიდი მიღწევაა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ლაჰიუმ აღნიშნა, ხელისუფლება დგამს გამჭვირვალე ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და ისეთი ინციდენტების გამოძიება, როგორიცაა ძალადობა,  სრულად მიმდინარეობს .
„საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. არჩევნებს თან სდევდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ არჩევნების დროს ამაში უჩვეულო არაფერია. დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, მათ შორის აშშ-შიც, პერიოდულად იჩენს თავს მსგავსი პრობლემები. ამიტომ, საკითხი იმაშია, რომ ხელისუფლება დგამს გამჭვირვალე ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და ისეთი ინციდენტების გამოძიება, როგორიცაა ძალადობა, მიმდინარეობს სრულად და გამჭვირვალედ და ეს ხდება კიდეც. ეს დიდი მიღწევაა საქართველოსთვის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისთვის“, – განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები