ცესკომ უცხოეთში გახსნილი საარჩევნო უბნების შედეგები გამოაქვეყნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე სხვა ქვეყნებში გახსნილ უბნებში მიღებული შედეგები განიხილეს. 8 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 40 ქვეყანაში სულ 55 საარჩევნო უბანი იყო შექმნილი.
ცესკოს ცნობით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 49 694. თუმცა 8 ოქტომბრის არჩევანი მხოლოდ 4 816-მა გააკეთა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 10% -ზე ნაკლებია. თუმცა სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ წინა არჩევნებზეც იდენტური აქტივობა დაფიქსირდა. დანარჩენები კი პარტიებზე ასე გადანაწილდა:
1. „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ – 90 ხმა
2. „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ – 9 ხმა
3. „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა „ – 60 ხმა
4. „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი“ – 6 ხმა
5. „ერთიანი ნაციონალირი მოძრაობა” – 1589 ხმა
6. „უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“ 177 ხმა
7. „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსათვის“ 35 ხმა
8. „დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 88 ხმა
10. „შალვა ნათელაშვილი – საქარათველოს ლეიბორისტული პარტია“ – 176 ხმა
11. „სახალხო ხელისუფლება“ – 3 ხმა
12. „საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელები“ (ივანე წიკლაური) – 2 ხმა
14. „დავით თევზაძე – საქართველო მშვიდობისთვის“ – 25 ხმა 15. „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ – 0 ხმა
16. „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 2 ხმა
17. „საქართველო“ – 9 ხმა 18 „ქართული იდეა“ – 35 ხმა
19. „ თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ – 8 ხმა
22. „მერაბ კოსტავას საზოგადოება“ – 7 ხმა
23. „ჩვენები-სახალხო პარტია“ – 4 ხმა
25. „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე – მემარცხენე ალიანსი“ – 2 ხმა
26. „ეროვნული ფორუმი“ – 10 ხმა
27. „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“ – 490 ხმა
28. „ზვიადის ხმა – უფლის სახელით“ – 8 ხმა
30. „ჩვენი საქართველო“ (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი)- 4 ხმა
41.“ ქართული ოცნება“ – 1862 ხმა
ცესკოს ცნობით, 4 816 ხმიდან 100 ბიულეტენი გაბათილდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები