ცეზარ ჩოჩელი: სამი თვეა ცდილობენ, ჩამითრიონ დემაგოგიაში

მე არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე იმის გამო, რომ რეგიონში რამე გაკეთებულიყო, რისი მხარდაჭერაც ცენტრალური ხელისუფლებისგან იყო, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა.
ჩოჩელი თვლის, რომ კონკურენტი “ქართული ოცნებიდან“ მის დისკრედიტაციას ცდილობს, თუმცა კონკრეტული ფაქტების დასახელებისგან თავს იკავებს.
„მე შემიძლია ჩემს კონკურენტს გავეჯიბრო საქმეში და არა დემაგოგიაში. მე პოლიტიკაში მოვდივარ იმის გამო, რომ საქმე ვაკეთო. მცხეთის რაიონში შეიძლებოდა ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთებულიყო, ამის მზაობა იყო ცენტრალური ხელისუფლებისგანაც, თუმცა შემდეგ ყველაფერი აირია. დიმიტრი ხუნდაძე თავად ქრთამავს ამომრჩეველს და მე მაბრალებს, მე ფაქტებს არ დავასახელებ იმის გამო, რომ არ მინდა მას დემაგოგიაში ავყვე“, – განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც ჩოჩელმა აღნიშნა, რომ მისი კონკურენტის მხრიდან არის ამომრჩეველზე გადაბირების და ზეწოლის ფაქტები და აქვს ამის მაგალითებიც, თუმცა კითხვას, თუ რატომ არ მიმართავს სამართალდამცავებს, ჩოჩელი ასე პასუხობს:
“მე ვარ ცეზარ ჩოჩელი და არა დიმიტრი ხუნდაძე, მე არ ჩავერთვები დემაგოგიაში. არაუშავს, იყოს ასე,“ – განაცხადა ჩოჩელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები