ჟოზე მანუელ ბაროზო უკრაინის მოვლენებს ეხმაურება
უკრაინაში აქტივისტების დაღუპვის გამო ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ შეშფოთება გამოთქვა, – ამის შესახებ ბაროზომ სოციალურ ქსელში დაწერა. ის ხელისუფლებასა და დემონსტრანტებს დიალოგისკენ მოუწოდებს. “შეშფოთებული ვართ, უკრაინაში მოვლენების განვითარებით. შოკირებული ვარ, აქტივისტების დაღუპვის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს, მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ და გონივრული ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა თავიდან აირიდონ ვითარების ესკალაცია“, – წერს ბაროზო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის მოვლენების გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რიგგარეშე წესით შეიკრიბება.