ეკა ფერაძის მხარდაჭერით, ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

21 ოქტომბერს, 18 საათზე, არტგალერეა „ვაკეში“, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ეკა ფერაძის მხარდაჭერით ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
მონაწილეობენ: თეონა ჭყოიძე, გელა პაპიაშვილი, ბექა ჯანიაშვილი, ბელა ნავდარაშვილი, მარიამ კოტრიკაძე, თამარ ზოიძე, მარიამ მჭედლიშვილი, მაკა ბურდილაძე, სოფიო მღვდელაძე, თამარ ზოიძე, ქეთევან მაზიაშვილი, ვერონიკა სიჭინავა, ალექსანდრე ბიგანაშვილი, მარიამ კავლელაშვილი, თეკლა ნოდია, ლონდა ბერძენიშვილი და ქეთევან ჯავახიძე.
გამოფენა-გაყიდვაში ეკა ფერაძის პირადი 10 ნამუშევარი მიიღებს მონაწილეობას. რამდენიმე ნამუშევარი გასაჩუქრდება. ასევე მოეწყობა აუქციონი 1 ლარიდან. საინტერესო სიურპრიზები ელით მონაწილეებსაც და დამთვალიერებელსაც.
21-25 ოქტომბერს კონკურსიც გაიმართება, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებელი შეძლებს, ხმა მისცეს თავის ფავორიტს. გამარჯვებული, ხმის დათვლის შემდეგ, დაჯილდოვდება 25 ოქტომბერს, 12 საათზე, არტგალერეა „ვაკეში“ (აბაშიძის 47) .
გამოფენა-გაყიდვა გაგრძელდება 25 ოქტომბრამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები