კონკურს „ბუკნაჭოს“ ჩასატარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება

23 ოქტომბერს, 16:00 საათზე, „მზიურში“ საქველმოქმედო საღამო გაიმართება. შემოსული თანხა მოხმარდება საბავშვო მწერალთა კონკურს „ბუკნაჭოს” განხორციელებას.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პროექტი „ბუკნაჭო“ ემსახურება საბავშვო ლიტერატურის განვითარებას, კერძოდ, მის ფარგლებში ხდება ახალი ნაწარმოებების შექმნა და წიგნად აკინძვა, რომელიც საჩუქრად გადაეცემა სკოლებს, ბიბლიოთეკებს და სხვა საჯარო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
„ბუკნაჭოს“ საორგანიზაციო ჯგუფი ღონისძიებაზე იწვევს ყველა თაობის გულშემატკივარს და თხოვნით მიმართავს, ფონდს შეწირონ საკუთარი წიგნები, ხელნაკეთი ნივთები, ნახატები და ასე შემდეგ, რომელიც ნაწილობრივ აუქციონის სახით გაიყიდება ადგილზე.
ასევე დაიდგმება საქველმოქმედო ყუთები. „ყველა დეტალი გამჭვირვალე იქნება და თითოეული თქვენგანი მოახერხებს პროცესში ჩართულობას. ჩვენი თხოვნა იქნება, გვესტუმროთ ბავშვებთან ერთად“, – განუცხადა „კვირას“ ლიკა ჭელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები