ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განსხვავებული პროგრამით წარდგება

18 ოქტომბერს, ფრანკფურტში „წიგნის საერთაშორისო ბაზრობა – 2016“ გაიხსნა. საზეიმო მიღებაში მონაწილეობა ბელგიის მეფე-დედოფალმა მიიღო. ქართულ მხარეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი წარმოადგენდნენ.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, სამინისტროს მხარდაჭერითა და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განსხვავებული პროგრამით წარდგება. პროგრამა, ძირითადად, საქმიანი შეხვედრებითაა დატვირთული. დაგეგემილია ქართველი გამომცემლების მონაწილეობა ფრანკფურტის და ლაიფციგის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნების საბავშვო გამომცემლების შეხვედრაზე. შეხვედრა „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში გაიმართება.
წელს ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნები არიან ნიდერლანდები და ბელგია. საქართველო, ამ სტატუსით, ასობით გამომცემელსა და მწერალს ფრანკფურტში 2018 წელს უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები