გიორგი მიქაძე და ანსამბლი „ბასიანი“ უნიკალური მუსიკალური პროექტისათვის ემზადებიან

 25–29 ოქტომბერს ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში – ShapeShifter Lab პირველად განხორციელდება ნოვატორული პროექტი გიორგი მიქაძისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ მონაწილეობით, სახელწოდებით „Giorgi Mikadze with The State Ensemble Basiani – Video & Recording Session”.3. Giorgi Mikadze & Basiani
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პროექტის მუსიკალური დირექტორია აშშ-ში მოღვაწე წარმატებული პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე, რომელმაც საკუთარი ვარსკვლავური ბენდისა და ანსამბლ „ბასიანისთვის“ სპეციალურად შექმნა რამდენიმე საავტორო კომპოზიცია. ფაქტობრივად, ეს არის სხვადასხვა ჟანრის ერთობლივი, უნიკალური ახალი მუსიკალური კონცეფცია.
აღნიშნული მულტიჟანრული პროექტი წარმოადგენს ერთგვარ კულტურულ კოლაბორაციას, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ქართული ხალხური მუსიკის, ჯაზის, ფანკის, ფიუჟენის, ჰიფ-ჰოფის, R&B-ის, ელექტრო-აკუსტიკური და მიკროტონალური მუსიკის მიმდინარეობები. რამდენიმე კომპოზიციაში მსმენელი იხილავს სპეციალურად მოწვეულ ერთ-ერთ ცნობილ ჰიფ-ჰოფერ Phase One-საც.
გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი პროექტის მიზანია – ტრადიციული და თანამედროვე მუსიკის სინთეზირების შედეგად ახალი, უპრეცედენტო მუსიკალური პროდუქტის შექმნა, რომელშიც წარმოდგენილია ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი მონაპოვარისა და თანამედროვე მუსიკალური მიღწევების კოლაბორაცია, უმაღლესი სტანდარტის ვიდეო და აუდიოჩანაწერების შექმნა, ახალი თანამედროვე მუსიკალური პროდუქციის პოპულარიზაცია და მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე გატანა.  2. POSTER Giorgi Mikadze with The State Ensemble Basiani  %13 Video & Recording Session
გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივ ექსპერიმენტულ პროექტს წარმოადგენს საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“, რომელიც წლების მანძილზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აქტიურად იღწვის, ტრადიციული ქართული სიმღერა-გალობისა და ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა-პოპულარიზაციისათვის.
პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საკონცერტო სივრცე ShapeShifter Lab, YAMAHA Corporation და ფოლკლორის ეროვნული ცენტრი.
ორგანიზატორების თქმით, პროექტის ოფიციალური წარდგინება  2016 წლის დეკემბერში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები