ფილმის – „სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო“ ჩვენება გაიმართება

19 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მართლმადიდებლური ფილმების XI საერთაშორისო ფესტივალის – „წმიდა ანდრიას ჯვარის“ ფარგლებში, ნაჩვენები იქნება რეჟისორ მარიამ ადამაშვილის ფილმი – „სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო.“
ფილმის ჩვენება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში (აღმაშენებლის #40) გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, აღნიშნული ფილმი სატელევიზიო გადაცემათა ციკლის – „ეპოქა და ადამიანი“ ფარგლებში 2014 წელსაა გადაღებული და მოგვითხრობს ჩვენი დროის უდიდესი ბერის შესახებ, რომლის სახელსაც არაერთი სასწაული უკავშირდება.
სქემარქიმანდრიტ ვიტალის საფლავთნ ლოცვა დღემდე უამრავი ადამიანისთვის ფიზიკური და სულიერი სნეულებების კურნებისა და ნუგეშის წყაროდ არის ქცეული. იმ ბერის ლოცვა, რომელიც დღემდე უყვართ როგორც რუს, ასევე ქართველ მორწმუნეებს. მას არაერთი ხილული სასწაული უკავშირდება.
როდესაც მამა ვიტალი გარდაიცვალა, მისი ცხედარი ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაასვენეს. მიცვალებულს წესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა – ილია მეორემ აუგო. როდესაც მსახურებისას გარდაცვლილისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, მიცვალებულმა მამა ვიტალიმ ხელი გაშალა, და ფურცლის ჩადების შემდეგ ისევ შეკრა. ეს ფაქტი იმ მომენტში ტაძარში მყოფმა ხალხმაც დაინახა და კამერის ფირმაც შემოინახა.  მაყურებელი სქემარქიმანდრიტ ვიტალი სიდორენკოს ამ დიდ სასწაულსაც იხილავს.
ბერი ვიტალიმ ღირსეული ბერმონაზვნური ცხოვრებით იცხოვრა და ბერმონაზვნობის უმძიმესი ჯვარი მთელი ცხოვრების მანძილზე ატარა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები