თბილისის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა „ახალი ბაბილონელები“ გაიხსნება

19 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა  ,,ახალი ბაბილონელები” გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენაში სამი არტისტი მონაწილეობს – ელენე რამიშვილი, მაკა ჟდანოვა და ნანა აზიზიანი. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მინანქრის ნაკეთობები, ფერწერული ტილოები, შუშასა და ქაღალდზე შექმნილი ნამუშევრები, თაბაშირის ქანდაკებები და სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით შექმნილი ნიმუშები.
ექსპოზიცია განავრცობს მარადიულ თემას, რომლის თანახმადაც, ადამიანები მუდმივად ესწრაფვიან ახალი ბაბილონის შექმნას და კარგავენ ურთიერთობის მთავარ გზას.
გამოფენა ,,ახალი ბაბილონელები” ასახავს სამი არტისტის მიერ დანახულ ფსიქოემოციურ ფონს. პროექტი ქმნის ალტერნატიულ სივრცეს, რომელიც პოზიტიურ ემოციას გაუღვიძებს დამთვალიერებელს.
გამოფენა 2016 წლის 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები