„ახალი აღმოჩენები იშხანში“ – ბუბა კუდავა მეცნიერებათა აკადემიაში მოხსენებით გამოვა

19 ოქტომბერს, 12 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში  ბუბა კუდავა  გამოვა მოხსენებით – „ახალი აღმოჩენები იშხანში“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 2013 წელს იშხანში თურქულმა მხარემ ტაძრის რესტავრაცია დაიწყო. ინტერიერსა და ტაძრის გარშემო ზედმეტი მიწის ფენის მოხსნამ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა წარმოშვა.
მართალია, კომპლექსის გათხრები სრული მასშტაბით არ წარმართულა და, სამწუხაროდ, ხანდახან არცთუ ხარისხიანად, მაგრამ გამოვლენილი ფენები ტაძრის, მხარისა და ზოგადად, შუა საუკუნეების ქართული კულტურის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
სიახლეებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს საკათედრო ტაძრის ახლახან გამოვლენილი და გაწმენდილი იატაკი წარმოადგენს.
აღსანიშნავია აგრეთვე, ეკლესიის დასავლეთ მხარეს ორი ტაძრის, აგრეთვე, სამხრეთით და დასავლეთით ეგვტერების აღმოჩენის ფაქტები.
მოხსენებაში საუბარი იქნება ამ და სხვა სიახლეებზე. ნაჩვენები იქნება უახლესი ფოტომასალაც.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები