მხატვარ ზურაბ სამხარაძის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ალბომი გამოიცა

გამოიცა ალბომი „ზურაბ სამხარაძე“ – შემოქმედებითი პორტრეტი. პროექტის ხელმძღვანელია – ნინო ჯიშკარიანი; ტექსტის ავტორი – ირინე აბესაძე; დიზაინი – გიორგი წერეთელი; ფოტო – ვატო წერეთელი; თარგმანი – ნინო კაკიაშვილი.
ალბომი „ზურაბ სამხარაძე“, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა, ეძღვნება საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ზურაბ სამხარაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს. მასში შესულია ზურაბ სამხარაძის მნიშვნელოვანი ნამუშევრები, ფერწერა, გრაფიკა. ალბომში მთავარი ტექსტის გარდა, შესულია მხატვრის მეგობრებისა და კოლეგების მოგონებები, ასევე ფოტომასალა საოჯახო არქივიდან.
ცნობისთვის: ზურაბ სამხარაძე – 1934-2013, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი, პორტრეტისტი. იგი 60-იანელთა იმ თაობას ეკუთვნის, ყოფილი საბჭოური პოლიტიზებული ხელოვნების მარწუხებიდან გარღვევის მიზნით, მხარი წინა თაობის მხატვართა რეფორმატორულ შემოქმედებით ძიებებს რომ აუბა. მრავალფეროვანი შემოქმედების გარდა, მხატვარმა თავისი ცხოვრების 51 წელი  თსს აკადემიაში პედაგოგიურ მოღვაწეობას მიუძღვნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები