Xl საერთაშორისო კინოფესტივალი „წმ. ანდრიას ჯვარი” ჩატარდება
18-22 ოქტომბერს, თბილისში, Xl საერთაშორისო კინოფესტივალი “წმ. ანდრიას ჯვარი” ჩატარდება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალის თემატიკა შეზღუდული არ არის და განიხილება არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ისტორიული, კულტურული, საგანმანათლებლო თემატიკის ფილმები, ასევე ფილმები ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართულებით.
ფესტივალის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიებში:
მხატვრული; დოკუმენტური; სატელევიზიო პროგრამა, სატელევიზიო გადაცემა; ანიმაციური ფილმი; სტუდენტური ფილმი.
კინოფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და დამოუკიდებელი კინოტელე კომპანიები, კერძო პირები და სტუდიები.
კ. ფესტივალის ორგანიზატორია ასოციაცია “მეოხი”.