უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში პოეზიის საღამო გაიმართება
19 ოქტომბერს, 16:00 საათზე, მაღლივის 208-3 აუდიტორიაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, პოეზიის საღამო გაიმართება, სადაც საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ მაღლიველი სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პროექტში მონაწილეობენ: კახა წიგნაძე, ნიკა ქიმერიძე, ზურა ინასარიძე, ფრიდონ მენთეშაშვილი.