იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი თბილისში ორ კონცერტს გამართავს

საქართველოს დამოუკიდებლობის და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისს ეწვევა იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.
თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და თბილისის მერიის თანამშრომლობის შედეგად თბილისში გაიმართება ორი კონცერტი, 18 ოქტომბერს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბარში, ხოლო 20 ოქტომბერს, 19 საათზე, ა. მაჭავარიანის სახელობის თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია).
ორკესტრს უდირიჟორებს ცნობილი ქართველი მაესტრო, ვახტანგ მაჭავარიანი, ხოლო სოლისტი იქნება ასევე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე თორაძე.
კონცერტის პროგრამა: ნევიტ კოდალი: „ტელი ტურნა“ პატარა სიუიტა; პ. ჩაიკოვსკი: უვერტიურა 1812 წელი (პირველი შესრულება საქართველოში); დ. შოსტაკოვიჩი: კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N1; დ. შოსტაკოვიჩი: სიმფონია N5.
1991 წლიდან დღემდე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი პირველი უცხოური სიმფონიური ორკესტრია, რომელიც კონცერტს გამართავს თბილისში.
ბილეთებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში Open Aid Georgia.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები