ვინ გახდება პარლამენტის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე თუ თამარ ჩუგოშვილი?!

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ჯერჯერობით ორი კანდიდატი ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი სახელდებიან. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, არ არის გამორიცხული ფსონი ირაკლი კობახიძეზე დაიდოს, რადგანაც ახალი პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობას აპირებს. გამოცემის ინფორმაციით, კულისებში მიუთითებენ, რომ თამარ ჩუგოშვილს სხვა მიმართულებით სურს მუშაობა.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას,“ „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მათი ლიდერი კვლავ დავით ბაქრაძე იქნება, უმცირესობის კვოტით ვიცე-სპიკერის რანგში, შესაძლოა, სანდრა რულოვსის კანდიდატურა წამოაყენონ.
პარალელურად, უმრავლესობის ლიდერად არ გამორიცხავენ კახა კალაძის კანდიდატურას.
რაც შეეხება ვიცე-სპიკერს, აღნიშნულ პოსტზე ბევრი კანდიდატურა სახელდება, ერთ-ერთი სალომე ზურაბიშვილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები