საქართველოს უნივერსიტეტი ხელოვნების კვირეულს უმასპინძლებს

საქართველოს უნივერსიტეტი, წელს პირველად, 17 – 21 ოქტომბრის ჩათვლით, ხელოვნების კვირეულს უმასპინძლებს. კვირეულის განმავლობაში კამპუსში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება და პერფორმანსი: მოეწყობა გამოფენები, ვორკშოფები, ჩაის საღამო და სხვა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კვირეულის ფარგლებში ასევე ჩატარდება საინტერესო საჯარო ლექციები, რომელსაც ცნობილი და კომპეტენტური ადამიანები წაიკითხავენ. სტუმართა სია მოიცავს საზოგადო მოღვაწეებს, მსახიობებს, მხატვრებს, დიზაინერებს, როგორიც არიან: ოლეგ ტიმჩენკო, ნინო კასრაძე და ა.შ.
კვირეული საჯაროა და ყველას შეუძლია დასწრება.
საქართველოს უნივერსიტეტის ღონისძიებები:
17 ოქტომბერი, 18:00 სთ: მხატვარ ვანო მელიაშვილის გამოფენის გახსნა; გამოფენა გაიმართება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის მხარდაჭერით.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519.
გამოფენა გაგრძელდება 20 ოქტომბრის ჩათვლით.
18 ოქტომბერი, 17:00 სთ.:  Art თერაპია; ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, ოთახი #116;
19 ოქტომბერი, 18:00 სთ,  საჯარო ლექცია: „აუდიო ვიზუალური ხელოვნება“; სპიკერი: სარეკლამო კომპანია Windfor’s – ის კოპირაიტერი ნინო გორდელაძე;
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519.
20 ოქტომბერი, 16:00 სთ, საჯარო ლექცია: „თანამედროვე სახვითი ხელოვნება“;
სპიკერი: მხატვარი ოლეგ ტიმჩენკო; ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519.
21 ოქტომბერი, 13:00 სთ,  საჯარო ლექცია: „კინო და თეატრის როლი თანამედროვე სამყაროში“
სპიკერი: მსახიობი ნინო კასრაძე; ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519.
21 ოქტომბერი, 17:00 სთ – საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები