ფესტივალ „საჩუქარის“ ფარგლებში, ვახტანგოვის თეატრის წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი უმასპინძლებს

18, 19 ოქტომბერს, 20 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური  თეატრის წარმოდგენა – „ქარი ალვებში შრიალებს“ გაიმართება. სპექტაკლს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარის“ ფარგლებში უჩვენებენ.
როგორც „კვირას“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, რეჟისორია – რიმას ტუმინასი; ავტორი – ჟერალდ სიბლეიარსი; მხატვარი – ადომას იაცოვსკი; კომპოზიტორი – ფაუსტას ლატენასი;
მთ. როლებში – ვლადიმირ ვდავიჩენკოვი, მაქსიმ სუხანოვი, ვლადიმერ სიმიონოვი;
სპექტაკლი რიმას ტუმინასის აბსურდულ სამყაროზეა, რომელიც ისე წააგავს იმ ჩვენს რეალობას, რომელშიც ყოველდღე ვითქვიფებით, პირველივე წამებიდან გვაჯადოებს და ჩვენს ყურადღებას სცენაზე მყოფ სამ „მასხარაზე“ აჯაჭვებს. სამი ჩვენთვის ძალიან ნაცნობი, საყვარელი და ცრემლებამდე ახლობელი ჯამბაზი ცხოვრობს ჩვენი ცხოვრებით,  ჩვენსავით, ცდილობენ დაამარცხონ რეალობა, გაკვეთონ ეს წყეული ჯადო-წრე, რომელსაც (შეცდომით) სიცოცხლეს ვუწოდებთ. იმარჯვებენ და მარცხდებიან… ტირიან და ხარხარებენ… მოთქვამენ და მასხრობენ… და საბოლოოდ… თავს გვაყვარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები