კიევში, აქციაზე დაღუპულთა რიცხვი უკვე 5 – მდე გაიზარდა
კიევის ცენტრში მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. ჯავშანტრანსპორტიორები მთავარ გამზირზე გამოიყვანეს. კიევში სრული მობილიზაციაა. ხელისუფლება ძალოვან სტრუქტურებს, ოპოზიცია კი მხარდამჭერებს იბარებს. მსხვერპლის რაოდენობა უკვე ხუთამდე გაიზარდა. ხუთივე მათგანი აქციის მონაწილეა. უკრაინული მედიის ცნობით, გრუშევსკის ქუჩაზე გარდაცვლილი დემონსტრანტებიდან ორი სნაიპერის ტყვიით არის მკვდარი. “ბერკუტი” ყუმბარებს და ცრემლსადენ გაზს ისვრის, პარალელურად ბარიკადების აღებას ცდილობს. შეტაკებები ამ წუთებში რამდენიმე წერტილში მიმდინარეობს. მედიის ცნობით, სპეცრაზმი საბოლოო შტურმისთვის ემზადება. „ბერკუტს“ დავალებული აქვს, სრულად გაწმინდოს ქალაქი. კიდევ ერთი არაოფიციალური ინფორმაციით, „ბერკუტი“ მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს. მედია ავრცელებს კადრებს, სადაც ტყვიები, მასრები და სხვა საბრძოლო მასალა ჩანს.