ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა „ბათუმის მწერალთა სახლის” რესტავრირებული შენობა

14 ოქტომბერს, ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა “ბათუმის მწერალთა სახლის” რესტავრირებული შენობა. “ფონდმა ქართუმ” 5 თვეში მთლიანად განაახლა ამორტიზებული და ფაქტობრივად დანგრევის პირას მისული შენობა. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 1904 წელს აშენებულ შენობაში, ბათუმის მწერალთა სახლი 1957 წლიდან ფუნქციონირებს. ათწლეულების განმავლობაში შენობაში არ ჩატარებულა გამაგრებითი სამუშაოები და იყო საფრთხე, ქვეყანას დაეკარგა კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი.
საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით თედორაძემ, აჭარის მთავრობის მეთაურთან, ზურაბ პატარაძესთან და „ფონდ ქართუს” ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად დაათვალიერა რესტავრირებული შენობა და მასში განთავსებული ჟურნალ „ჭოროხის” რედაქცია. მწერალთა სახლის ფუნქციონირების განახლებასთან ერთად აღდგება ჟურნალ “ჭოროხის” გამოცემაც. ბათუმის მწერალთა სახლის გარდა, “ფონდი ქართუ” ბათუმში ახორციელებს დრამატული თეატრის რესტავრაციასა და “ბათუმის რაგბის კომპლექსის მშენებლობას”. პარალელურად მიმდინარეობს ბოტანიკურ ბაღში მეწყერსაშიში ზონების გამაგრება. სარესტავრაციო სამუშაოებს  ასოციაცია „ატუ” აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები