საერთაშორისო პრინტფესტივალს – „LIFE N STYLE“ „თი-ბი-სი გალერეა“ უმასპინძლებს

საერთაშორისო პრინტფესტივალმა „LIFE N STYLE“ ბათუმიდან თბილისში გადმოინაცვლა. 13 ოქტომბერს, 19 საათზე, „თი-ბის-ი გალერეაში“ ქართველი მხატვრების მიერ შოლკოგრაფიის უნიკალური მეთოდით შექმნილი ორიგინალური ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ხელით ბეჭდვა/შოლკოგრაფია – მსოფლიოში გავრცელებული ტექნოლოგიაა, რომელიც მხატვარს აძლევს საშუალებას, ფირზე შექმნას ნამუშევარი და სპეციალური ტექნოლოგიის მეშვეობით მოახდინოს მისი ბეჭდვა და ტირაჟირება. ტექნოლოგია იმით არის უნიკალური, რომ ასე შექმნილი ყველა ანაბეჭდი ორიგინალია.
ხელით ბეჭდვით ნამუშევრების შექმნის საშუალება ქართველ მხატვრებს დიდი ხნის წყვეტის შემდეგ პირველად მიეცათ და დამთვალიერებელიც მათ მიერ შექმნილ პრინტებს პირველად იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები