„ღმერთებს სწყურიათ“: პერფორმანსი, პრემიერა, ლექცია გაიმართება

13 ოქტომბერს, 18:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში „ღმერთებს სწყურიათ“: პერფორმანსი,  პრემიერა, ლექცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიება დაიწყება ლოლიტა ლარსის პერფორმანსით, შემდეგ იქნება ფილმის, „ღმერთებს სწყურიათ“ პრემიერა.
“ღმერთებს სწყურიათ” დოკუმენტური ფილმია ლომისობის შესახებ. ფილმის დამთავრების შემდეგ, გიორგი მაისურაძე ისაუბრებს მსხვერპლშეწირვის რიტუალებზე, როგორც ტრადიციული რელიგიური ცნობიერების არსობრივ ასპექტზე.
ბოლოს გაიმართება დისკუსია ფილმის ავტორთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები