ანზორ ჩუბინიძეს პოსტი არ დაუტოვებია

     სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ ადასტურებენ. როგორც პორტალ “კვირას“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა ნინო კობაიძემ განუცხადა, ანზორ ჩუბინიძე თანამდებობაზე რჩება და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. „გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ანზორ ჩუბინიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის პოსტი დატოვა, არ ვადასტურებ. ის და მისი მოადგილეები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას“, – განაცხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები