14 ოქტომბერს, „შაქრო ბაბუას“ წიგნის მაღაზიაში, გიორგი ტაბლიაშვილის გამოფენა გაიხსნება

14 ოქტომბერს, 19 საათზე, „შაქრო ბაბუას“ წიგნის მაღაზიაში (ჭავჭავაძის 17ბ), გიორგი ტაბლიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
გიორგი ტაბლიაშვილი მონაწილეობდა რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში, სხვადასხვა ქვეყნებში ჰქონდა პერსონალური გამოფენებიც.
როგორც თავად ამბობს, მისთვის “მხატვრობა ილუზორული სამყაროს ტყვეობიდან განთავისუფლების გზა და ახალი, ამჯერად მომხიბვლელი ილუზიების მიღმა, საგნებისა და მოვლენების დეტალებში, მათივე სიღრმეებში ჩაკარგული ჭეშმარიტების შემოქმედებითად ძიების პროცესია… ესაა ჩემი კათარზისის გზა, გნებავთ – მცდელობა – მისული თვით და სხვათა მიტევებამდე და სამყაროს დასაბამი ჰარმონიის განცდაც…“
გამოფენაზე, რომელიც 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წამოდგენილი იქნება მხატვრის როგორც ძველი, ასევე უახლესი ნამუშევრები. დამთვალიერებელს შეეძლება სასურველი ნახატის შეძენაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები