დავით ხრიკული რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია

29 სექტემბერიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით ჩინეთში, პეკინში, პირველად გაიმართა არტურ რუბინშტეინის სახ. პიანისტთა ახალგაზრდული საერთაშორისო კონკურსი (1st Arthur Rubinstein international youth piano competition), სადაც, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველო ღირსეულად წარადგინა ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ერთ-ერთმა წარმატებულმა მოსწავლემ, არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატმა და გრან-პრის მფლობელმა, დავით ხრიკულმა.
ამ ინფორმაციას  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის “ნიჭიერთა ათწლედი” ოფიციალური ფეისბუქგვერდი ავრცელებს. დავით ხრიკულმა ა. რუბინშტეინის სახ. პიანისტთა ახალგაზრდულ საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა III პრემია და ლაურეატის წოდება, მას ასევე გადაეცა სპეციალური პრიზი „შუბერტის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის“.
„ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი” ულოცავს თავის აღსაზრდელს და მის პედაგოგს, ემერიტუს რევაზ თავაძეს ამ გამარჯვებას და მომავალშიც დიდ შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს“! – აღნიშნულია ფეისბუქგვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები