ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ დაიწყო

10 ოქტომბერს, ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ დაიწყო. ხულოს მუნიციპალიტეტში მასტერკლასები გაიმართა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუხადეს, ნაჩვენები იქნება 33 ქვეყნის 130 ფილმი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კატეგორიის ანიმაციური ფილმები: ფილმი უფროსებისთვის, საბავშვო ფილმი, ბავშვების მიერ შექმნილი ფილმი, ექსპერიმენტული ფილმი, ტელესერიალი, დებიუტი, სტუდენტური ფილმი, ფესტივალ „ექო თოფუზის“ ფარგლებში შექმნილი ანიმაციური ფილმი.
ფილმების ჩვენება გაიმართება ბათუმის თოჯინების სახელმწიფო თეატრსა და ხელოვნების უნივერსიტეტში, ხულოს დრამატულ თეატრში, ხელვაჩაურის და ქობულეთის კულტურის სახლებში.
ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო  და  საბავშვო ჟიური.
13-14-15 ოქტომბერს, თოჯინების სახელმწიფო თეატრში გაიმართება ვორკშოფები – „ანიმაცია – ურთიერთობის მხატვრული ფორმა“; 13-14 ოქტომბერი, სასტუმრო „პლაზაში“  – მასტერკლასები – „შეხვედრა ავტორებთან“; 14 ოქტომბერი, სასტუმრო „ჰილტონი ” – ტოქშოუ „წარმოება ანიმაციურ კინოში“; 14 ოქტომბერი, სასტუმრო „ჰილტონი“ – სემინარი „ქართული ანიამციის პერსპექტივები“; 15 ოქტომბერი, სასტუმრო „პლაზა“ –   ფილმების პროექტების პრეზენტაცია (Pitch).
მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“„ანიმაციის განვითარების ფონდის“, კულტურულ ცენტრ „პერსონაჟის“ ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები