საჯარო ლექცია „ლავკრაფტის ქთულჰუ – შეუცნობლის შიში“ გაიმართება

13 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ საჯარო ლექციაზე: „ლავკრაფტის ქთულჰუ – შეუცნობლის შიში“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექციას წაიკითხავს ფინანსისტი, საქართველოს ელიტარული ინტელექტკლუბის წევრი, გიორგი მარქარიანი.
„წიგნის საათი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბისა და გამომცემლობის – „წიგნები ბათუმში“ – ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ექვსი შეხვედრა მკითხველთან, სადაც მომხსენებლები ცნობილ მწერლებსა და მათ შემოქმედებაზე ისაუბრებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები