იტალიაში გია ყანჩელისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

14 ოქტომბერს, 20:30 საათზე იტალიაში, პალერმოს თეატრში, ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. ამ ინფორმაციას იტალიაში საქართველოს საელჩოს ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
„პალერმოს ლეგენდარულ თეატრში ,,Teatro Massimo“, მაესტრო გია ყანჩელისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. ,,Exil“-ს, დამსწრე საზოგადოებას, ახალგაზრდა, წარმატებული ქართველი მწერალი, რუსკა ჟორჟოლიანი წარუდგენს“.
გია ყანჩელის ,,Exil“-ს მასიმოს თეატრის ოკესტრი და სოპრანო ვალენტინა კოლადონატო შეასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები