მეგი გვენეტაძის და სამხატვრო ჯგუფის გამოფენა გაიმართება

13 ოქტომბერს, 19 საათზე, გალერეა “გამრეკელში” მეგი გვენეტაძისა და მისი სამხატვრო ჯგუფის გამოფენა გაიმართება. გამოიფინება 20 მხატვრის ნამუშევარი, – ნახატები და მხატვრული ჭურჭელი.
„ეს არის ჩემი და ხატვის მოყვარულთა ჯგუფის პირველი ერთობლივი გამოფენა. 2013 წლიდან ვისაც ჩემთან უმუშავია, ყველას ნამუშევრები გამოიფინება. შევასწავლი ხატვას და მოხატვას დეკორატიული გრაფიკით. ჩემი მოსწავლეების 90 პროცენტს არასოდეს უხატია. ძალიან მეგობრული და საინტერესო ჯგუფი გვაქვს. ამის გარდა, ინტერნეტგაკვეთილებს ვატარებ ქართველი ემიგრანტებისთვის და მათთვის, ვისაც მოსვლა არ შეუძლია. თუ ვინმე თვლის, რომ ხატვის ნიჭი არ აქვს და სწავლაც შეუძლებელია, მობრძანდეს გამოფენაზე, დაათვალიეროს და თავად დარწმუნდება, რომ ეს ასე არ არის“, – განუცხადა „კვირას“ მეგი გვენეტაძემ.
გალერეა „გამრეკელში“ 50-მდე გრაფიკული ნამუშევარი და 50-მდე დეკორატიული ნივთი გამოიფინება. მიიღება შეკვეთები, მსურველებს შეეძლებათ, ჩაეწერონ ხატვის მოყვარულთა ჯგუფში.
გამოფენა 18 ოქტომბრამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები