სპექტაკლი „მოყვასისთვის შეწირულები“ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება

12 ოქტომბერს, 17 საათზე, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი, საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” მიწვევით, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სხვადასხვა უნივერსიტეტის პირველკურსელთათვის გამართავს ლიტერატურულ სპექტაკლს – „მოყვასისათვის შეწირულები”… რომელიც ეძღვნება მიხეილ თამარაშვილს, წმინდა გრიგოლ ფერაძეს, მამა ილია კარტოზიას და პროფესორ იოსებ ჟორდანიას, მოყვასისათვის თავგანწირულ ქართველებს.
„სპექტაკლი ეძღვნება ადამიანებს, რომლებმაც მოყვასისათვის გასწირეს სიცოცხლე. ყველგან უნდა გავმართოთ ეს სპექტაკლი, რათა მომავალ თაობას შევახსენოთ ჩვენი დიდებული ქართველების ღვაწლის შესახებ”, – განუცხადა „კვირას“  ლიტერატურული თეატრის დირექტორმა, იზა ვეფხვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები