ანა ნინუას წიგნის – „წყვდიადის ლორდის“ წარდგინება გაიმართება

12 ოქტომბერს, 17:30 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება მწერალ ანა ნინუას წიგნის ”წყვდიადის ლორდის” წარდგინება.
„რომანი „წყვდიადის ლორდი“ არის სულგაყიდულებზე, მათზე ვინც სული სიცოცხლეში სატანას მიჰყიდა. სხვადასხვა ამბავია, რომელიც მერე ერთიანდება.  მისი ყველა წიგნი ძალიან საინტერესოა“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბარში პოეტმა მარიკა ორჯონიკიძემ.
ანა ნინუას გამოცემული აქვს სამი წიგნი: „მეძავი”, „მეზღაპრე, ანუ იყო და არა იყო რა დიდებისათვის“ და “წყვდიადის ლორდი”. წიგნების წარდგინებასთან ერთად შესაძლებელი იქნება მათი შეძენაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები