ცესკომ ხმების დათვლა დაასრულა: “ქართული ოცნება” 48,65 % – “პატრიოტთა ალიანსმა” ბარიერი გადალახა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა დაასრულა. ხმათა 100 პროცენტის მიხედვით, „ქართული ოცნება” 48,65 პროცენტით ლიდერობს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 27,12 პროცენტი აქვს, „პატრიოტთა ალიანსს” კი – 5 პროცენტი. ამ შედეგების მიხედვით პროპორციული სიით პარლამენტში მანდატები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება”, – 44 მანდატი; „ნაციონალური მოძრაობა” – 27 მანდატი; „პატრიოტთა ალიანსი” – 6 მანდატი.
პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, მათგან 77-ს პროპორციული სისტემით ირჩევენ, ხოლო 73-ს – მაჟორიტარულით. არჩევნების შედეგების მიხედვით 51 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები