ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

13 ოქტომბერს, 18:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საღამო „თბილისობა–2016“.
როგორც „კვირას“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, თბილისობის ფარგლებში ტრადიციად ქცეული ღონისძიება „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“ ამჯერად ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეებს ეძღვნება.
გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ჭავჭავაძის და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის-ზურაბ ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი, საოჯახო არქივსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული მასალები მათი თანამედროვეებისათვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება. აღმოჩენა არდასავიწყებელისა. ისევე, როგორც იმ ადამიანებისა, რომლებმაც თბილისის სიყვარული მუსიკასა და პოეზიაში გადაიტანეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული 1995 წელს გამოცემული ალბომი „სიმღერები თბილისზე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები