ეკონომიკაში ნობელის პრემია კონტრაქტების თეორიისთვის გადასცეს

ეკონომიკის სფეროში ნობელის პრემია ოლივერ ჰარტმა და ბენგტ ჰოლსტრემმა მიიღეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ შვედეთის მეცნიერებათა აკადემიაში აცნობეს. ნობელის პრემია მათ კონტრაქტების თეორიაში შეტანილი წვლილისთვის მიანიჭეს.
შვედეთის მეცნიერებათა აკადემიაში აცხადებენ, რომ ჰარტის და ჰოლსტრემის აღმოჩენები იმის გაგების შესაძლებლობას გაამარტივებს, თუ როგორ ხდება რეალურ ცხოვრებაში სხვადასხვა აგენტებსა და ინსტიტუტებს შორის კონტრაქტების გაფორმება.
დღევანდელ პირობებში ეკონომიკას სხვადასხვა სახის კონტრაქტები აერთიანებს. კონტრაქტებს კომპანიის აქციონერები და მისი ხელმძღვანელობა, ასევე სადაზღვევო კომპანიები და ავტომობილების მფლობელები აფორმებენ. ამგვარი ურთიერთობები ხშირად ინტერესთა კონფლიქტს იწვევს.  ამიტომ აუცილებელია კონტრაქტების სწორად მომზადება, რათა ყველა მხარე დაცული იყოს.
ჰარტმა და ჰოლსტრემმა შეიმუშავეს თეორია, რომელიც ამ რთული ურთიერთობების გაანალიზების საშუალებას იძლევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები