ცესკოში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ეუთოს საპარლამენტო  ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე  თამარ ჟვანია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
დელეგაციის წევრებმა 8 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების შედეგებზე ისაუბრეს და კენჭისყრის დღე  დადებითად შეაფასეს.
შეხვე დრის მონაწილეებმა საარჩევნო პროცესები, კენჭისყრის დღე და ხმის დათვლის პროცედურები განიხილეს. აღინიშნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა, მიუხედავად რამდენიმე ინციდენტისა, საარჩევნო  პროცესის პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად მაქსიმუმი გააკეთეს. ასევე იმსჯელეს ავღანეთში ჩატარებულარჩევნებზე. შეხვედრის მონაწილეებმა საჩივრებზე და მათი წარდგენის ვადებზეც ისაუბრეს.
სადამკვირვებლო მისიის წარმომდგენლებმა ცესკოს ხელმძღვანელობას არჩევნებთან დაკავშირებითსაკუთარი რეკომენდაციები გააცნეს. აღსანიშნავია, რომ მისია პარლამენტის არჩევნების მეორე ტურსაცდააკვირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები