პაატა ბურჭულაძე პარტიის დატოვებაზე: ყველაფერია შესაძლებელი

მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის პარტიას ტოვებს, ეხმაურება.
„მე ჯერ არ ვაპირებ არსად წასვლას. როგორც კი დავაპირებ, გეტყვით აუცილებლად. რამდენიმე დღეში ბრიფინგი მექნება. ყველაფერია შესაძლებელი გარდა იმისა, რომ პარტია დაიშალოს. ის არ დაიშლება. ერთადერთი პარტიაა, რომელსაც შეუძლია რაღაც ჯანსაღი გააკეთოს ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისში თათბირი მიმდინარეობს. მედიაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პაატა ბურჭულაძემ პარტია დატოვოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები